რეზონანსი
11.10.2025

მას შემდეგ რაც ვენესუელის პრეზიდენტმა ჩავესმა აღიარა ჩვენი უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიები, ჩემი პრეზიდენტობის დროს ჩვენ ვეხმარებოდით ვენესუელის ოპოზიციას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველოც და ვენესუელაც აუცილებლად გაიმარჯვებენ.

„მშვიდობის ნობელის პრემია მიენიჭა მარია მაჩადოს, ვენესუელაში ჩატარებული გაყალბებული არჩევნების საპროტესტო მოძრაობის სულისჩამდგმელს.

მას შემდეგ რაც ვენესუელის პრეზიდენტმა ჩავესმა აღიარა ჩვენი უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიები, ჩემი პრეზიდენტობის დროს ჩვენ ვეხმარებოდით ვენესუელის ოპოზიციას.

მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ ჩვენც და აუცილებლად გაიმარჯვებს ვენესუელაც", - წერს სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×