რეზონანსი
11.10.2025

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში 4 ოქტომბერის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ექიმ, გიორგი ჩახუნაშვილისადმი, ექიმების მიერ გამოხატულ სოლიდარობას ეხმიანება.

გამსახურდია მიმართავს ექიმებს, თუ სად იყო მათი პროფესიული სოლიდარობა მაშინ , როცა ნოემბრის აქციებზე , „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს, სასტიკად სცემეს ექიმი ავთანდილ ჯორბენაძე.

„ჩემი უახლოესი მეგობარი, ჩემი ოჯახის წევრი, ცხონებული ავთანდილ ჯორბენაძე რომ სასტიკად სცემეს ნოემბრის აქციაზე, მაშინ სად იყო თქვენი ექიმური სოლიდარობა ე.წ ექიმებო? მათ შორის იმ ექიმებს მივმართავ, ავთოს წყალობით რომ აცვიათ დღეს თეთრი ხალათები... თუ, ვერ ჯდებოდა თქვენ გემოვნებაში? რას უწუნებდით? განათლებას, ოჯახს, წესიერება თუ რას? მისი მასშტაბის საქმე ჯანდაცვის სფეროში, ერთეულებს თუ აქვთ გაკეთებული და თან იმ დროს. გამეცით პასუხი, დესერტაციებით დაცული დისერტაციებიანო ექიმებო... თანამედროვე პუტჩისტზე, ჩახუნაშვილზე რომ გადაიჭერით ვენები, თქვე ფარისევლებო თქვენ!

P.S.ჰო, ისა ჩემი ძმაკაცი, შვილი, ბუტა რომ დაუჭირეს, სად ეგდეთ მაშინ მითხარით? ხომ იცით, ისიც მახსოვს ვინებიც იყავით და ვინებიც ვირთხებივით იყავით შეყუჟულები ისენიც",- წერს გიორგი გამსახურდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×