რეზონანსი
11.10.2025

ია დარახველიძის და სხვათა პატიმრობაში ისაა დამნაშავე, ვინც ეს ადამიანები დაარწმუნა, რომ ოთხში იწყებდნენ და ოთხში ამთავრებდნენ და რეჟიმს მისცა ჩანაწერების და საჯარო გამოსვლების სახით „მტკიცებულება", რომ სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდნენ, - - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, ვინც ეს ყალბი დაპირებები გასცა, ავტოკრატიულ სისტემებს წარმოადგენენ.

„მათი თავები ზემოთაა მიტრიალებული, სააკაშვილისკენ და რაც სააკაშვილს უნდა, იმას ყვირიან, ხალხს ისინი ვერ ხედავენ - შესაბამისად, ვერც რეალობას აღიქვამენ ადეკვატურად და ვერც მოქალაქეების ინტერესებს ითვალისწინებენ.

ხაბეიშვილი სააკაშვილისთვის ყვიროდა რევოლუციას და ხაზარაძის ნაყიდი ტელეკლოაკებით ავრცელებდა. ეს დაპირება რეალობიდან არ გამომდინარეობდა - ამიტომ მოხდა ფალშსტარტი და ამიტომაა ხალხი ციხეში.

პ.ს. ვისაც პოლიტიკა არ გისწავლიათ და ერთი სისტემური რეფორმაც არ დაგიწერიათ, ცხადია, ვერც ამას გაიგებთ და „შე უზნეოოოოოო" - ყალბ მორალისტურ ზმუილს დაიწყებთ. ცხადია, მკიდიხართ", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×