რეზონანსი
11.10.2025

ამ ოპოზიციამ დახოცა ერთმანეთი, ტელევიზორი ჩავრთე, ეს იმას ლანძღავს, ის - იმას, იმან იმას შეაგინა. რა ხდება-მეთქი, ეგენი ერთად არ იყვნენ? რა ვიცი, 4-ში რევოლუციას ერთად ვაწყობთო და ახლა ერთმანეთს ლანძღავენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხების ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ, განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანები, ვინც რევოლუციის მოწყობას აპირებდნენ, ახლა ამბობენ, რომ არაფერ შუაში არიან და არაფერი იციან ამის შესახებ. ფხაკაძე ასევე მიიჩნევს, რომ ერთადერთი დემოკრატიული გზა არის არჩევნები.

"ყველაზე სასაცილო ის არის, რომ რევოლუციას ვაწყობთო და ახლა ამბობენ, მე არაფერი ვიცი, მე რა შუაში ვარ, მე არ ვარ ის კაციო - კარგით, ხალხო, სირცხვილია მართლა. ამნეზია არავის გვჭირს და ყველაფერი კარგად გვახსოვს, ვინ ვინ არის, ისიც ვიცით. არჩევნებამდე ისიც გაგაფრთხილეთ და გითხარით, წადით არჩევნებზე. ერთადერთი გზა, რომელიც შეიძლება იყოს ქვეყანაში, ეს არის არჩევნები, სხვა დემოკრატიული გზა არ არსებობს. რევოლუცია, ეს არის გილიოტინა და გილიოტინა, ეს არის თავის მოჭრა. გაიხსენეთ ფრანგული რევოლუცია, მეტი კი არაფერი არ იყო. რევოლუციების ისტორიამ გვაჩვენა რომ რევოლუციები, ზოგადად, მთავრდება ძალიან სისხლიანად. არ გვინდა ეს რევოლუციები, რაღა დროს ეგ არის - არჩევნები," - განაცხადა ფხაკაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×