რეზონანსი
11.10.2025

UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოსთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის წინ ესპანეთის ნაკრებს ესტუმრა.

თოფურია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ რაფაელ ლუსანს, ეროვნული გუნდის მწვრთნელს ლუის დე ლა ფუენტეს და ფეხბურთელებს მადრიდში შეხვდა და წარმატებები უსურვა.

"ილია თოფურიამ ესპანეთის ნაკრები მოინახულა და შემდეგი სიტყვით მიმართა "რწმენითა და თავდადებით ყველაფერი შესაძლებელია. წარმატებებს გისურვებთ მომდევნო 2 შეხვედრაში, რადგან თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაცაა."

მან "ფურია როხასთან" ერთად სურათი გადაიღო და პირველნომრიანი მაისური გადასცეს.

აღნიშნულმა ფაქტმა ქართველი გულშემატკივრების განაწყენება გამოიწვია და თოფურიას გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში უარყოფითად აფასებენ:

"ილიამ მგონი არ იცის, რომ საქართველოს ნაკრებს ხვდებიან".

"იმის იმედზე ვართ ერი იქნებ ვინმე გამოაკლდეს და არ ითამაშონ რაღაც შანსი რომ გაგვიჩნდესდააა, ილია, მაგენს კიდე გაამხნევება უნდათ?"

"ასე აწყობს მის კარიერას. კაი ხალხო, გონს მოდით, რის ქართველობა, კაცი ჩხუბობს და უბრაგუნებენ გვერდებში, მაგით ფულს შოულობს და მაგას ქართველობა უჭირს ახლა, რომელ გაჭირვებულს თუ ობოლს დახმარებია საქართველოში? ყოველი ბრძოლის მერე იძახის ჩამოვალ საქართველოშიო... ჩამოვიდა" - წერენ სოციალურ ქსელში ილიაზე განაწყენებული გულშემატკივრები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×