
დაკავებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
გვარაკიძის უწყება ირწმუნება, რომ ქემოკლიძემ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ.
კერძოდ, გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურა ამტკიცებს, რომ გიორგი ქემოკლიძესა და პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილს შორის არსებული წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში სპეციალურად შეასახლეს ორი პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით, გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ.
გიორგი ქემოკლიძე ბრალს არ აღიარებს.