რეზონანსი
10.10.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ არსებობს ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან ორ კვირაში, სამხრეთ კორეაში დაგეგმილი შეხვედრის საფუძველი და აღნიშნა, რომ აშშ ჩინეთისთვის იმპორტზე ტარიფების მასშტაბურ ზრდას გეგმავს.

ტრამპის თქმით, ჩინეთი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას წერილებს უგზავნის, სადაც ნათქვამია, რომ იშვიათი მინერალების მოპოვებასა და წარმოებასთან დაკავშირებულ ყველა ელემენტზე ექსპორტის კონტროლის დაწესებას გეგმავს.

„არავის უნახავს მსგავსი რამ, მაგრამ, არსებითად, ეს ბაზრებს „მოკლავს” და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ჩინეთისთვის, ცხოვრებას გაართულებს“, –  განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან აღნიშნულის შესახებ არ უსაუბრია, რადგან „ამის არანაირი მიზეზი არ არსებობდა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×