
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, დავით ჯანდიერი დაკითხვაზე დაიბარეს.
ამის შესახებ ჯანდიერი სოციალურ ქსელში წერს.
ჯანდეირის თქმით, სუს-ის გამომძიებლებს უთხრა, რომ თანახმაა გამოკითხვაზე, ოღონდ მაგისტრ მოსამართლესთან
"18:55 წუთზე მოვიდნენ სუსის გამომძიებლები და დამიბარეს გამოკითხვაზე დღეს, 19:00 საათზე. ვუთხარი რომ თანახმა ვარ მაგისტრ მოსამართლესთან გამოვიკითხო.
უბარლოდ შოკში ვარ,- წერს ჯანდიერი.
ამ ამბავს წინ უძღოდა სამთავრობო POSTV-ის მიერ ინფორმაციის გავრცელება, რომლის თანახმადაც, დავით ჯანდიერი იყო შუამავალი გიორგი ბაჩიაშვილსა და პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს შორის არსებული სავარაუდო გარიგების. POSTV-ის გავრცელებული ინფორმაციით, დავით ჯანდიერი ამ საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებთანაც კონტაქტობდა.
POSTV-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მის პროფესიულ საქმიანობაზე ზეგავლენის მცდელობა უწოდა დავით ჯანდიერმა.
„ბინძური და შეკვეთილი ქარდია – ცარიელი ტყუილი. არაფერს ემსახურება, გარდა ჩემი დისკრედიტაციისა და პროფესიულ საქმიანობაზე ზეგავლენის მცდელობისა, მათ შორის და უპირველესად ბაჩიაშვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში განხილვის კონტექსტს. სირცხვილია ასეთი დონით ბრძოლა“, – აცხადებდა დავით ჯანდიერი.