რეზონანსი
10.10.2025

აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტში, რომელიც სენატმა დაამტკიცა, „მეგობარი აქტის" შესახებ ჩანაწერი არ იძებნება.

საქართველოსთან დაკავშირებული „მეგობარი აქტის" პროექტი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა მოამზადა, თუმცა სენატში მხარდაჭერა ვერ მიიღო. დემოკრატმა კონგრესმენმა, სტივ კოენმა 11 სექტემბერს ჰელსინკის კომისიაში განაცხადა, რომ „მეგობარი აქტი" მიღებული არ იქნება. „სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარი აქტს", რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს უკავშირდება. „მეგობარი აქტის" ჩაკვლა ერთმა ადამიანმა შეძლო", - აღნიშნა სტივ კოენმა.

ამის შემდეგ, 17 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ჯო უილსონთან შეხვედრის შემდეგ, თინა ბოკუჩავა აცხადებდა, რომ „აქტიურად მიმდინარეობს განხილვები, მათ შორის სენატში, რათა „მეგობარი აქტი" მიებას თავდაცვის აქტს".

ამავე საკითხზე წერდა გამოცემა „ჰილიც". კერძოდ, სტატიაში აღნიშნული იყო, რომ სენატში „მეგობარი აქტის" მომხრეები ცდილობენ გზის პოვნას მისი მიღებისთვის. სენატორმა როჯერ უიკერმა „ჰილს" განუცხადა, რომ „მეგობარი აქტი" შეიძლება დაემატოს თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, როგორც შესწორება.

„მეგობარი აქტი" საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×