
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება, შეუძლოდ გახდა.
უწყებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხვაზე 13:00 საათზე მივიდა და მას შემდეგ უწყებაში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე თითქმის ოთხი საათია იმყოფება ბაჩო ახალაია. თავდაცვის ყოფილი მინისტრი უწყებაში მოწმის სახით 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. მოხდება მისი ხმის ნიმუშის აღებაც, იმისთვის, რომ დადგინდეს გავრცელებული ჩანაწერის ავთენტიკურობა.
ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებთან კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ ეს იყო მშვიდობიანი აჯანყება.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული.