რეზონანსი
10.10.2025

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი, რომელიც ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების ქუჩების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტექნიკური სამუშაოების გამო, 11 ოქტომბერს, 10:00 საათამდე მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.

„დღეს, 10 ოქტომბერს, ნაძალადევის რაიონში, გიორგი სააკაძის ქუჩა N75-ის მიმდებარედ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი, რომელიც ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების ქუჩების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.

ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და დაზიანების აღსადგენად რთული ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში 11 ოქტომბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება: გურამიშვილის გამზირის, თიანეთის, ჩარგლის, სანზონის, დადიანის, ბენდელიანის, ბეჟანიშვილის, ვეკუას, ხიზაბავრის, ხუდადოვის, ბენდელიანი, ლიახვის, გურგენიძისა და ჭყონდიდელის ქუჩების ნაწილს.

გუდამაყრის, ბუაჩიძის, სიხარულიძის, ჟინვალის, კურნატოვის, სართანიას, ზიგზაგის, ჭოპორტის, ღოღობერიძის ღრმაღელის, ქსოვრელის, კნოლევის, დაისის, იმერეთის, ზედაზნის, რიონჰესის, მეუნარგიას, ზაზიშვილის, წრომის, ქებურიას, გლინკას, ხორნაბუჯის, გარეჯელის, გულრიფშის, ვეშაპურის, ბაჟანიშვილის, ბოგვის, რატევანის, შენგელაიას, ნაგომარის, მუხრანის, თამარაშვილის, ტოროშელიძის, გვაზაური, სადმელის, სააკაძის, ნიკო მარის, მეუნარგიას, ზაზიშვილის, წაღვერისა და გმირ კურსანტთა ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×