
პარასკევს რუსეთის მიერ განხორციელებულ მასიურ სარაკეტო და დრონების თავდასხმამ უკრაინის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დატოვად, დაშავებულია 20 ადამიანი, მათ შორის დაღუპულია ერთი ბავშვი. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარტყმას „ცინიკური თავდასხმას" უწოდებს და დასავლეთს რეალური ქმედებებისკენ მოუწოდებს.
პარასკევს უკრაინის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე „მასიური თავდასხმა" განახორციელა, რის შედეგადაც დედაქალაქ კიევის ნაწილები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. როგორც ჩანს, კრემლი კვლავ იყენებს წინა წლებში გამოყენებულ ტაქტიკას, რაც ცივი ზამთრის წინ უკრაინის ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვებას გულისხმობს.
ოფიციალური ცნობებისა და სი-ენ-ენი-ის შეფასების თანახმად, რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს დაიწყო. მას შემდეგ თავდასხმები თითქმის ყოველდღიურად ხორციელდება, რომელთა სამიზნეებს შორისაა ენერგიის გენერირების ობიექტები, მათ შორის გაზის წარმოება და დისტრიბუცია.
„დედაქალაქის მარცხენა სანაპირო ელექტროენერგიის გარეშეა. ასევე პრობლემებია წყალმომარაგებასთან დაკავშირებით", - დაწერა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ტელეგრამ არხზე.
ფაქტობრივად, ყოველ წელს რუსეთი ცდილობს მკაცრი ზამთრის წინ უკრაინის ელექტროქსელის დაშლას. კიევი მოსკოვს „ზამთრის იარაღად"გამოყენებაში ადანაშაულებს.უკრაინაში ზამთარი ოქტომბრის ბოლოდან მარტამდე გრძელდება, იანვარი და თებერვალი კი ყველაზე ცივი თვეებია.
პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ თავდასხმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე კონცენტრირებულ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დარტყმას წარმოადგენდა, გუბერნატორმა მიკოლა კალაშნიკმა კი აღნიშნა, რომ პარასკევს დილით კიევის რეგიონში დაახლოებით 28 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.ოფიციალური პირების თქმით, თავდასხმამ ასევე დააზიანა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა პოლტავას ცენტრალურ რეგიონში, სადაც დაახლოებით 17 000 მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
უკრაინულმა ენერგეტიკულმა კომპანია DTEK-მა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად მისი თბოელექტროსადგურები მნიშვნელოვნად დაზიანდა, მაგრამ დამატებითი დეტალებზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.
„ცინიკური და გათვლილი"
პრეზიდენტმა ზელენსკიმ პარასკევს განხორციელებულ დარტყმას „ცინიკური თავდასხმა" უწოდა, როცა „450-ზე მეტი დრონი და 30-ზე მეტი რაკეტა მიმართულია ყველაფრისკენ, რაც ნორმალურ ცხოვრებას უზრუნველყოფს, ყველაფრისგან, რისი წართმევაც რუსებს სურთ".
„რუსმა ოკუპანტებმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა და ბავშვი დაიღუპა," - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. მისი ინფორმაციით, თავდასხმის რამდენიმე ოლქი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
„ეს იყო ცინიკური და გათვლილი თავდასხმა: 450-ზე მეტი დრონი და სამ ათეულზე მეტი რაკეტა ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რაც უზრუნველყოფს ნორმალურ ცხოვრებას და რისი წართმევაც რუსებს სურთ ჩვენთვის. ამჟამად არსებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა - ყველა იღებს საჭირო დახმარებას. სამწუხაროდ, ზაპოროჟიეში თავდასხმის შედეგად ერთი ბავშვი გარდაიცვალა", - აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, კიევში ჯგუფები ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების აღდგენაზე მუშაობენ.
ზელენსკის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება ამჟამად გრძელდება კიევის, დონეცკის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ხარკოვის, სუმის, პოლტავას და ოდესის ოლქებში, ასევე დნიპროში. ელექტროენერგიის აღდგენაზე მუშაობენ ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის და ხერსონის ოლქებშიც.
„ჰამასსაც კი შეუძლია ცეცხლსი შეწყვეტა , რუსეთს არა"
რუსებმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განახორციელეს, აგრძელებენ რა თავდასხმას სამოქალაქო სამიზნეებსა და მოსახლეობაზე რაკეტებითა და დრონებით თავდასხმას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი იქს-ზე წერს.
მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ მეტი ერთობლივი მოქმედებაა საჭირო.
„ჰამასსაც" კი შეუძლია ცეცხლის შეწყვეტა - მაგრამ პუტინს არა, სულ მცირე, ჯერ არა. რუსეთის წინააღმდეგ მეტი კოლექტიური მოქმედება გვჭირდება", - აცხადებს ერმაკი
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს, ერთად მუშაობით, შეუძლია ადამიანები ამ ტერორისგან დაიცვას.
„საჰაერო თავდაცვის მომარაგებისა და სანქციების განხორციელებისას ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი მოქმედება და არა ცარიელი სიტყვები - აშშ-სგან, ევროპისა და „დიდი შვიდეულისგან". ველით ამ სისასტიკეზე პასუხს „დიდი ოცეულისგან", ყველა მათგანისგან, ვინც თავის გამოსვლებში მშვიდობაზე საუბრობს, მაგრამ რეალური ქმედებებისგან თავს იკავებს. მსოფლიოს შეუძლია ამ დანაშაულებისგან დაცვა და ეს, რა თქმა უნდა, გააძლიერებს გლობალურ უსაფრთხოებას", - განაცხადა ზელენსკიმ.