რეზონანსი
10.10.2025

პრობლემაა, როცა შენს მეგობარ ქვეყანაში ხელისუფლების დამხობის მცდელობას არა თუ გმობ, სიტყვასაც არ სძრავ ლეგიტიმური ხელისუფლების დასაცავად, ოღონდ პრობლემა ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატიისთვის და არა ჩვენი ქვეყნისთვის, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მზია ამაღლობლისთვის გადაცემას, სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, პრობლემაა აჯილდოვებდე მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოთი მზია ამაღლობელს, რომელიც მსჯავრდებულია საკუთარ ქვეყანაში პოლიციელისთვის, სილის გაწნაზე, ანუ ძალადობაზე, ოღონდ ეს პრობლემა მსოფლიო პრესისთვისაა და არა ჩვენი ქვეყნისთვის.

„პრობლემაა, როცა შენს მეგობარ ქვეყანაში ხელისუფლების დამხობის მცდელობას არა თუ გმობ, სიტყვასაც არ სძრავ ლეგიტიმური ხელისუფლების დასაცავად, ოღონდ პრობლემა ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატიისთვის და არა ჩვენი ქვეყნისთვის.

პრობლემაა აჯილდოვებდე მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოთი მზია ამაღლობელს, რომელიც მსჯავრდებულია საკუთარ ქვეყანაში პოლიციელისთვის, (რაც იგივეა სახელმწიფოსთვის) სილის გაწნაზე, ანუ ძალადობაზე ოღონდ პრობლემა მსოფლიო პრესის და არა ჩვენი ქვეყნისთვის.“ - წერს ფოჩხუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×