რეზონანსი
10.10.2025

ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი მაკა ჩი­ჩუა ეხ­მა­უ­რე­ბა 4 ოქ­ტომ­ბრის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­კა­ვე­ბებს და წერს:

„მო­დით და ჩემი 10 წლის თემო და­ა­კა­ვეთ! გიჟ­დე­ბა აქ­ცი­ებ­ზე და იქ ვინც დგას, ყვე­ლა უყ­ვარს.. გრძნობს რომ იქ სა­უ­კე­თე­სო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან ამა ქვეყ­ნი­სა.. ჯერ ბო­ლომ­დე არ იცის და ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს ეს რის­თვის ხდე­ბა, მაგ­რამ გრძნობს რომ იქ სი­კე­თეა, სიყ­ვა­რუ­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა და პრო­ტეს­ტი ჩაგ­ვრის წი­ნა­აღ­მდეგ! ბევ­რი კი­თხვა აქვს და გულ­შე­მატ­კივ­რობს დრო­შე­ბი­დან გუ­ლან­თე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს.. პა­ტა­რა თემო რო­მე­ლიც გა­სარ­თობ ცენ­ტრსა და ატ­რაქ­ცი­ო­ნებს შო­რის არ­ჩე­ვანს აქ­ცი­ა­ზე აკე­თებს" - წერს ჩი­ჩუა.

„მშვიდობიანი დამხობისა“ და პრეზიდენტის სა­სახ­ლის შეჭრასთან დაკავშირებით დღეისათვის ჯამში იერიშის 45 მონაწილეა დაკავებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×