რეზონანსი
10.10.2025

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.გ. და­ა­კა­ვეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, ვე­რის ბა­ღის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდა­რი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, ყე­ლი­სა და ფერ­დის არე­ში ცივი ია­რა­ღით და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა 2004 წელს და­ბა­დე­ბულ გ.ვ-ს და 2006 წელს და­ბა­დე­ბულ ს.ვ-ს. მომ­ხდა­რის შემ­დგომ, ბრალ­დე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×