
რამდენიმე საათის წინ აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი დააპატიმრეს. იგი დაკავშირებულია 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან. მას ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ. დაკავების წინ ჩახუნაშვილმა მის სახლში მისულ სამართალდამცველებს მიმართა:
„არ ვეთანხმები [წარდგენილ ბრალს]. 71 წლის განმავლობაში სამშობლო მიყვარდა დღემდე, დღესაც მიყვარს და ხვალაც მეყვარება... კომუნისტური წყობის დროსაც ვიცავდი სამშობლოს... ვიბრძოდი და დღესაც ვიბრძოლებ.
მშვიდობიანი აქცია იყო ისა, არავის არაფრის გადატრიალება და გადმოტრიალება არ უნდოდა, ამას არ ვეთანხმები... ის 350 000 ოჯახი, რომელიც მე მყავს უფასოდ გასინჯული, თავის დასკვნებს გააკეთებს
ბავშვებო, ახალგაზრდებო, არაფერი არ არის დაგვიანებული... საქართველო აუცილებლად იქნება ევრო-ატლანტიკური დიდი ოჯახის წევრი. თქვენ რა შუაში ხართ. გასაგებია. ჩავიცვამ და წამოვალ“ - განუცხადა 71 წლის ექიმმა საუთარ სახლში დასაკავებლად მისულ პოლიციელებს.