რეზონანსი
09.10.2025

არ ვიცი სინდისმა შეაწუხა კონკრეტული ადამიანი, თუ რამ, მაგრამ ფაქტია, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უკან არ იხევს იმ ნარატივიდან, რაც შექმნეს, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი არჩევნების ოპოზიციის ნაწილის მიერ აღიარებაზე:

„ვფიქრობ, დაგვიანებული აღიარებაა. არ ვიცი სინდისმა შეაწუხა კონკრეტული ადამიანი, თუ რამ, მაგრამ ფაქტია, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უკან არ იხევს იმ ნარატივიდან, რაც შექმნეს, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. რეალობა ის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნები და რეალობაა ის, რომ მილიონ ორასი ათასი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ოპოზიციის ნაწილი რიტორიკას ცვლის, რაც შიდა დაპირისპირების მიზეზად იქცა. „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, ნიკა ობოლაძე საჯაროდ აღიარებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მმართველმა პარტიამ მოიგო. ოპოზიციის ნაწილი ღიად აღიარებს იმასაც, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები წააგეს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ აღიარებებიც გარე ძალების დავალების შედეგია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×