რეზონანსი
09.10.2025

ვფიქრობ, ციხის დირექტორის გარდაცვალებასა და სუს-ის განცხადებას შორის არის კავშირი - ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს, რომ გოგობერიშვილზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

როგორც მან განაცხდა, “სავარაუდოდ, რაღაც ტიპის იმდენად მძიმე ზეწოლა მიმდინარეობდა ამ ადამიანზე, იძულებული გახდა ამ ნაბიჯამდე მისულიყო.“

“ძალიან მაღალი ალბათობით, თვითმკვლელობას და  მიმდინარე მოვლენებს ერთმანეთთან აქვს კავშირი“,- ამბობს ის.

სუს-ის განცხადებას, ბაჩიაშვილთან დაკაშირებით, არ ვენდობი. მათ მოქალაქეები მოატყუეს და არ სრცხვენიათ ამის გამო. ვფიქრობ, რომ ციხის დირექტორის გარდაცვალებასა და სუს-ის განცხადებას შორის არის კავშირი. რაღაც ტიპის ზეწოლა იმდენად მძიმე მიმდინარეობდა ამ ადამიანზე, რომ არ ვიცი თავი მოიკლა, არ ვიცი სხვა რამ მოხდა, ესეც არ ვიცით, სავარაუდო თვითმკვლელობაზე მიმდინარეობს გამოძიება. როგორ შევეჩვიეთ, ყოფილი თანამდებობის პირებისგან თვითმკვლელობის მცდელობებს და თვითმკვლელობეს. ძალიან მაღალი ალბათობით, თვითმკვლელობას და  მიმდინარე მოვლენებს ერთმანეთთან აქვს კავშირი. ზოგადად სუს-იც და “ოცნების“ პროპაგანდაც გაბრალებენ იმას, რაც არიან თვითონ, ანუ სრულიად საპირისპიროს. მაგალითად, გაბრალებენ, რომ ხარ აგენტი, მაშინ, როცა თვითონ მუშაობენ მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებზე. მე არ გამოვრიცხავ, რომ საერთოდ პირიქით იყო ეს ყველაფერი, მაგრამ პროპაგანდას დასჭირდა, რომ შემოეტრიალებინათ და ეთქვათ, რომ კი არ სცემეს, თვითონ იცემა თავი ბაჩიაშვილმა. ამაში იყო გარეული გარდაცვლილი და ახლა ვერავინ კითხავს მას,- განაცხადა ლომჯარიამ.

ლომჯარია არ გამორიცხავს, რომ ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, ციხის უფროსმა მაღალი რანგის დავალება მიიღო, რომელიც მან უბრალოდ შეასრულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×