რეზონანსი
09.10.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზვიად რატიანთან დაკავშირებით ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს , - ამის შესახებ ზვიად რატიანის საქმის პროკურორმა გიორგი გოგალაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პროკურორის თქმით, ზვიად რატიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, ხოლო სასამართლომ ის დამნაშავედ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო.

“ბრალდების მხარე არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ბრალდებული, როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 23 ივნისს თავს დაესხა პოლიციელს მის სამსახურებრივ საქმესთან დაკავშირებით და ძალადობა განახორციელა მის მიმართ.

მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. დღევანდელო სასამართლო სხდომაზე იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე, მას შემდეგ, რაც სასამართლოს მხრიდან ჩაბარდება დასაბუთებული განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს”, - განაცხადა პროკურორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×