
ერთადერთი, რა მტკიცებულებებსაც ეყრდნობა ამ დროისთვის პროკურატურა, არის საჯარო განცხადებები, სადაც ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდება არ არის , - ამის შესახებ იურისტმა, ნიკა სიმონიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, როდესაც ისაუბრა 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულებისთვის სახელმწიფო გადატრიალების მუხლით წაყენებულ ბრალზე.
“გადატრიალება იყო, თუ არ იყო, ან იმ ნორმების შემადგენლობას ჰქონდა ადგილი თუ არა, რომელსაც “ქართული ოცნების” პროკურატურა ასახელებს, უნდა გავყვეთ კანონის ლოგიკას და კანონიდან გამომდინარე განვმარტოთ.
აქ არის დასახელებული მუხლები, რომლებიც ძალადობრივად ხელისუფლების შეცვლის მოწოდებისკენ, დამხობისკენ, შენობის დარბევისკენ, თუ ხელში ჩაგდებისკენ მოწოდებაზე და მასში მონაწილეობაზე არის საუბარი.
მთლიანობაში, შეჯამება რომ გავაკეთო ამ ქმედებების, მოწოდებაში რაც იყო საჯაროდ გაკეთებული მოწოდებები და რასაც ამ ეტაპისთვის პროკურატურა ასახელებს მტკიცებულებებში, იქ ძალადობრივი დამხობისკენ ან ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდება არ ყოფილა არცერთ შემთხვევაში, ანუ აქ იყო ხელისუფლების გადმობარებაზე, მაგრამ ეს ძალადობრივად გადმობარებაზე ამ მოწოდებებში საუბარი არ ყოფილა. თუ მაგალითად ვამბობთ, რომ წავედით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ვიღაც თვითინიციატივით თუ ძალადობას სჩადის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოწოდება იყო ძალადობრივი.
ერთია საჯაროდ გაკეთებული განცხადება, ანუ საქვეყნოდ გაკეთებული მოწოდება ამისკენ, მაგრამ შეიძლება საქვეყნოდ არავინ არავის არაფერს არ მოუწოდებს, რაღაც ვიწრო წრეში დაგეგმა, წავიდნენ და ამას აკეთებენ. თუ ეს ვიწრო წრეში დაიგეგმა და რაღაც ჯგუფები ძალადობას აპირებდნენ, მაშინ ამაზე მტკიცებულებები უნდა არსებობდეს.
ერთადერთი, რა მტკიცებულებებსაც ეყრდნობა პროკურატურა ამ დროისთვის, ეს არის საჯარო განცხადებები, სადაც ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდება არ არის.
ერთადერთი, რა „მტკიცებულებაც“ ვნახეთ, ეს იყო ისევ და ისევ პროპაგანდისტების გამოგდებული აუდიო ჩანაწერი, რომელიც, საბოლოო ჯამში, „ფეიკი“ აღმოჩნდა“, - განაცხადა სიმონიშვილმა.
„გადატრიალების“ მუხლისთვის საკმარისი მტკიცებულებების კონტექსტში სიმონიშვილმა თქვა, რომ ამ შემთხვევაში ამ დროისთვის სუს-მა გააკეთა, არის ის, რომ იარაღი ამოთხარეს მიწიდან,
„ცალკე აღებული ღობის მონგრევა სახელმწიფო გადატრიალება არ არის, ეს მაქსიმუმ შეიძლება იყოს 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ნივთის დაზიანება.
თუ ვინმეს აინტერესებს, რას ნიშნავს ძალადობისკენ მოწოდება, გადავახვიოთ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებზე. ძალადობისკენ მოწოდება, წაქეზება... გავიხსენოთ ღარიბაშვილის ჩანაწერები. ივანიშვილი მარტო ფულს რომ უხსენებს, ესეც გასახსენებელი აქვს. წაქეზება რაც იყო ძალადობისკენ, ეს არის ღარიბაშვილის განცხადება და რაც იყო ძალადობისკენ
მოწოდება, იქ აქციაზე რაც გააკეთეს და მერე რაც მოხდა, ეს იყო ძალადობისკენ მოწოდება. ეს არის განსხვავება 2025 წლის 4 ოქტომბერსა და 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს შორის.
აქ არც მოწოდება არის ძალადობისკენ, არც მტკიცებულება არსებობს, ერთადერთი, რაც ამ დროისთვის სუს-მა გააკეთა, არის ის, რომ იარაღი ამოთხარეს მიწიდან, რომელზეც თვითონ ამბობენ, რომ ამასთან არის დაკავშირებული, მაგრამ არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება. სუს-ის ძალაუფლება რომ მქონდეს, მეც ჩავმარხავდი და ამოვთხრიდი რამდენ იარაღსაც გინდა, იმდენს“, - განაცხადა სიმონიშვილმა.