რეზონანსი
09.10.2025

 გეგმა იყო ასეთი, უნდა მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა. ნურას უკაცრავად! დასრულდა საქართველოში რევოლუციების და გადატრიალების ხანა. საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება მხოლოდ არჩევნების გზით, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან" საპარლამენტი უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

მისი თქმით, ამის ფონზე გასაკვირი არ არის ევრიბიუროკრატების დუმილი ვინაიდან სცენარი, რომელიც თბილისში განვითარდა და რომელიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ემსახურებოდა მათი გაწერილია.

„რა განცხადებებს ველით ევროპარლამენტარებისგან და კონკრეტული ჯგუფისგან, რომლებიც საქართველოში როგორ მოახდინონ რევოლუცია, იმაზე ფიქრით ატარებენ დილას თუ ღამეს?! ამ ადამიანების დადგმული და დაგეგმილი იყო ყველა პროცესი თავიდან ბოლომდე 4 ოქტომბრის. ერთი თვის განმავლობაში ნებისმიერი მათი განცხადება მოისმინეთ, ევროპარლამენტარები იქნებოდნენ თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ლიდერი. თავიდან ბოლომდე მათი დახაზული იყო, როგორც მოქმედებდნენ ჩვენი შიდა მტრები 4 ოქტომბრის საღამოს პრეზიდენტის სასახლესთან. გეგმა იყო ასეთი, უნდა შესულიყვნენ პრეზიდენტის სასახლეში, უნდა აეღოთ. შემდეგ გადაინაცვლებდნენ პარლამენტში, შემდეგ მთავრობის კანცელარიაში და ასე უნდა აეღოთ ადმინისტრაციული შენობები და უნდა მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა. ნურას უკაცრავად. ქართული სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე. პოლიცია დგას თავის სიმაღლეზე. დასრულდა საქართველოში რევოლუციების და გადატრიალების ხანა. საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება მხოლოდ არჩევნების გზით", - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×