რეზონანსი
09.10.2025

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში კიდევ 13 პირი დააკავა. ხელისუფლების დამხობის მცდელობისა და ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა. დაკავებულების ნაწილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა, ნაწილს კი ბრალი უკვე წარუდგინეს. მედიასთან დღეს დაკავებულების ადვოკატებმა ისაუბრეს.

"ჯამურად სასჯელის ოდენობა შეიძლება იყოს 4-დან 6 წლამდე. ქმედების თანმიმდევრობა და ბრალის დადგენილება იდენტურია ერთმანეთის. ცალკე აღებული, გამოყოფილი არ არის, რაში გამოიხატა ნიკა გვენცაძის ან ნებისმიერი სხვა პირის მოქმედება, საუბარია ზოგად კონტექსტზე. ამ ეტაპზე მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ რაიმე პოზიცია გამოვხატოთ აღიარებასთან ან ქმედების უარყოფასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა.

გამოძიება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მოწოდების, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×