რეზონანსი
09.10.2025

 "პირდაპირ თვითონ ის ადამიანები, რომლებიც 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ათას სისულელეს და ტყუილს იძახდნენ და ცდილობდნენ გაეშავებინათ საკუთარი ქვეყანა ტყუილებით, დღეს აღიარებენ იმას, რომ 2024 წელს არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და დემოკრატიულად და "ქართულ ოცნებას", თურმე აღმოაჩინეს, რომ ჰყოლია მხარდამჭერები და დამარცხდა 24 წლის რადიკალიზმი საქართველოში ამ არჩევნებზე" - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა მედიასთან აცხადებს.

მმართველი გუნდი ეხმაურება ოპოზიციის წარმომადგენლების, კერძოდ ნიკა ობოლაძის განცხადებას, რომ "ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნები მოიგო.

დავით მათიკაშვილის თქმით, რა თქმა უნდა, არჩევნები არავის გაუყალბებია და ქართველი ხალხი მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერს.

"პირდაპირ, თვითონ ის ადამიანები, რომლებიც 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ათას სისულელეს და ტყუილს იძახდნენ და ცდილობდნენ გაეშავებინათ საკუთარი ქვეყანა ტყუილებით, დღეს აღიარებენ იმას, რომ 2024 წელს არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და დემოკრატიულად და "ქართულ ოცნებას", თურმე აღმოაჩინეს, რომ ჰყოლია მხარდამჭერები და დამარცხდა რადიკალიზმი საქართველოში ამ არჩევნებზე. მაშ რას დავაბრალოთ მთელი ის განვითარებული მოვლენები, რომელიც მოჰყვა ამ ყველაფერს? ქვეყნის დელეგიტიმაციის მცდელობა, ბოიკოტი პარლამენტში, მცდელობა ხელისუფლების დამხობის, ოთხ წელიწადში ხუთჯერ განხორციელებული რევოლუციის მცდელობა. რისი ბრალია ეს ყველაფერი? თუ თვითონაც ძალიან კარგად იციან და უკვე ამას ღიად აღიარებენ, რომ არჩევნები არავის გაუყალბებიაო, რა თქმა უნდა, არავის გაუყალბებია, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას" და ეს ყველაფერი ხომ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათი ნეგატიური, სამშობლოს მოძულე და რადიკალიზმს და "დიფ სთეითს" მიმხრობილი იდეების განხორციელების მცდელობისა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში შედეგი და ფინალი არ ექნება", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×