
ევროკომისიამ 2026-2030 წლების ლგბტქ+ თანასწორობის სტრატეგია დაამტკიცა. როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სტრატეგია სამ ძირითად საკითხს შეეხება.
"დღეს ჩვენ მივიღეთ ჩვენი ახალი ლგბტქ+ თანასწორობის სტრატეგია 2026–2030 წლებისთვის.
სტრატეგია სამ ძირითად სფეროზეა ფოკუსირებული:
ლგბტქ+ ადამიანების დაცვა ძალადობის ყველა ფორმისგან;
ლგბტქ+ ადამიანების გაძლიერება, რათა მათ შეძლონ დისკრიმინაციის გარეშე ცხოვრება და თანაბარი უფლებებით სარგებლობა ცხოვრების ყველა სფეროში;
მთელი საზოგადოების ჩართულობა თანასწორობის ერთობლივი ხელშეწყობის საქმეში;
რადგან თანასწორობა და თავისუფლება ჩვენი არსების ბირთვია.
ერთად შეგვიძლია ევროპა ვაქციოთ ადგილად, სადაც ყველას შეუძლია თავისუფლად, უსაფრთხოდ და ამაყად იცხოვროს, შეიყვაროს და აყვავდეს", - აღნიშნულია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.