რეზონანსი
09.10.2025

"წლების წინ რეკრეაციულ სივრცეებს ასხვისებდნენ, ჩვენ კი მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონეებისგან გამოგვესყიდა", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, მიდგომა, რომელიც 2017 წლიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია, მომდევნო ოთხ წელშიც გაგრძელდება, მათ შორის ცალკეული უბნების დონეზე, რომ რაც შეიძლება მეტი გამწვანებული არეალი არსებობდეს.

"2017 წლამდე დედაქალაქში სერიოზული გამოწვევა არსებობდა, თუმცა, ბოლო წლებში ხედავთ, რეკრეაციული მიმართულებით რამდენი პროექტი განხორციელდა. ჩემთვის ეს საამაყოა. თბილისს მწვანე სივრცეები ძალიან უხდება. ასათვისებელი არეალები ძალიან ბევრია. მომდევნო წლებში უბნების დონეზეც კი უნდა შევძლოთ, მსგავსი ტერიტორიები მოვაწესრიგოთ. გარდა სილამაზისა, ეკოლოგიური თვალსაზრითი რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება და ახლების მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.

წლების წინ იყო ძალიან ცუდი პრაქტიკა - პარკებს და სკვერებს ასხვისებდნენ, რომ იქ  სამშენებლო სამუშაოები ეწარმოებინათ. 2017 წლიდან კი არცერთი მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. პირიქით, ჩვენ მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ რეკრეაციული სივრცეები და მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონებისგან დაგვებრუნებინა ქალაქისთვის. მსგავსი მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნა თბილისის მერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×