რეზონანსი
09.10.2025

ემანუელ მაკრონი ახალ პრემიერ-მინისტრს 48 საათში დანიშნავს, - ინფორმაციას Reuters-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ფრანგი დეპუტატების უმეტესობა პარლამენტის დაშლას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ეწინააღმდეგება.

„დეპუტატების უმრავლესობა პარლამენტის დაშლას ეწინააღმდეგება. ბიუჯეტის 31 დეკემბრამდე მიღება შესაძლებელია. აღნიშნულის საფუძველზე, რესპუბლიკის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს მომდევნო 48 საათის განმავლობაში დანიშნავს“, - ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისი 6 ოქტომბერს გამწვავდა, როდესაც ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ თანამდებობა დატოვა. გასული ორი დღის განმავლობაში ლეკორნუმ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით სხვადასხვა პარტიებთან მოლაპარაკებები გამართა, რომლის შედეგებიც საფრანგეთის პრეზიდენტს გუშინ გააცნო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×