რეზონანსი
09.10.2025

პირველად, წლის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, რაც უპრეცედენტო ფაქტია ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტის არსებობის ისტორიაში.

ბათუმის აეროპორტის მემილიონე მგზავრი, გერმანიის მოქალაქე მიჰალ ნატოვიჩი, საქართველოში ტურისტული ვიზიტით შვილებთან ერთად იმყოფებოდა. სამშობლოში ის საზეიმო ღონისძიებითა და სიმბოლური საჩუქრებით გააცილეს. ღონისძიებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, "ტავ ჯორჯია ბათუმისა" და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის აეროპორტში 2025 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის ზრდამ 32%-ი შეადგინა. მგზავრთა რაოდენობის ზრდა უპრეცედენტო იყო აგვისტოში, როდესაც აეროპორტი ერთი თვის ჭრილში პირველად მოემსახურა 200,000-ზე მეტ მგზავრს. 2025 წელი ისტორიული იქნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის მგზავრთნაკადის კუთხით.

წინასწარი პროგნოზით, წლის ბოლომდე ბათუმის აეროპორტში მგზავრთნაკადი ყველა დროის რეკორდს მოხსნის და მილიონ 200 000-ს მიაღწევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×