რეზონანსი
09.10.2025

ვფიქრობ, რუსეთ - უკრაინის ომსაც დავასრულებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, „შვიდი ომი დაასრულა და მერვეს დასრულებასთანაც ახლოს არის“.

„ვფიქრობ, საბოლოოდ, რუსეთთან დაკავშირებულ სიტუაციასაც მოვაგვარებთ, რომელიც საშინელებაა. გასულ კვირას რუსეთსა და უკრაინას შორის 7000 ადამიანი დაიღუპა. ვფიქრობ, ამას დავასრულებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე, მისი თქმით, „ისტორიაში ამდენი კონფლიქტი არავის დაუსრულებია“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×