
ჟურნალისტი ნანული ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსით ეხმაურება ნანა სანდერის დაკავების ფაქტს და მას საჯაროდ ბოდიშს უხდის. ჟორჟოლიანმა სრულად უარყო ის ბრალდებები, რომელიც აქამდე სანდერს ემიგრანტების თანხების მითვისებასთან დაკავშირებით ედებოდა და აღნიშნა, რომ სანდერი მისი "მთავარი საზრუნავი“ იქნება, ვიდრე საპატიმროში რჩება.
"მიუხედავად იმისა რომ ნანა სანდერი დააკავეს ძალადობის მუხლით და ფინანსური თემა არ არსებობს მის საქმეში, მე ბოდიშს ვუხდი მას. ბოდიშს ვუხდი იმიტომ, რომ მისი გვარი ბევრმა პირველად ჩემგან გაიგო, თემა აგრესიის მიზეზი გახდა.
ბოდიშს ვუხდი იმიტომ, რომ არ ვიცოდი მისი პიროვნების შესახებ ბევრი რამ და ჩემმა სტატუსმა ალბათ შფოთვა და დამატებითი სტრესი მიუტანა. ბოდიშს ვუხდი იმიტომ, რომ ჩემმა სტატუსმა პროპაგანდას მწვანე აუნთო მეტად გააშავონ ის.
არანაირ ფინანსურ დარღვევებს არ უარსებია. ის კითხვები, რომელიც არსებობდა ვერ გახდება მასზე დამატებითი ეჭვების მიზეზი. მე თავს ვთვლი დამნაშავედ რომ მასზე არასწორი წარმოდგენები შეიქმნა.
ვინც მის ფეისბუქს კარგად დაათვალიერებს, მიხვდება რომ ვერანაირი სტატუსი, რა შინაარსისაც არ უნდა იყოს, სერიოზულად აღქმული ვერ იქნება. მანამდე ვიდრე საპატიმროში რჩება, ნანა იქნება ჩემი მთავარი საზრუნავი", - დაწერა ჟორჟოლიანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე