რეზონანსი
09.10.2025

ამერიკელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა შეიმუს ბრუნერმა აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მან და მისმა გუნდმა მემარცხენე რადიკალური ორგანიზაცია „ანტიფას“ დაფინანსების სქემა გაშიფრა.

მან ტრამპს იმ ფონდებისა და კერძო პირების სია წარუდგინა, რომლებიც „ანტიფას“ აფინანსებენ.

„ჩვენ [ამერიკელები] ქვეყნის შიგნით პროტესტებს „დემოკრატების“ მიერ გათეთრებული 100 მილიონი დოლარით ვაფინანსებთ. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი აღმოვაჩინეთ“, - თქვა ბრუნერმა.

მისი განცხადებით, „ანტიფას“ აფინანსებენ: ჯორჯ სოროსის ფონდი „ღია საზოგადოება“, „არაბელას ფონდის ქსელი“, „ორგანიზაცია The Tides FIShing Network, ამერიკელი ბიზნესმენი ნევილ როი სინგემი და მისი ორგანიზაციების ქსელი, შვეიცარიელი მილიარდერი იოჰან გეორგ „ჰანსიოგრ“ ვისი.

ბრუნერის ინფორმაციით, „ანტიფას“ აგრეთვე აფინანსებენ „მემარცხენე“ ადამიანები, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეები არ არიან.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ ათეულობით რადიკალური ორგანიზაცია, რომელიც არა მხოლოდ „ანტიფასთან“ არის დაკავშირებული და რომლებმაც 100 მილიონ დოლარზე მეტი კომპანია Riot Inc.-ის ინვესტორებისგან მიიღეს“, - თქვა ბრუნერმა.

„ვფიქრობ, ყველაზე შოკის მომგვრელი იყო ის, რომ ჩვენ დავადგინეთ, რომ ამ ფინანსურმა ქსელებმა 100 მილიონ დოლარზე მეტი ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან მიიღეს“, - დასძინა მან.

ტრამპმა გამომძიებელ ჟურნალისტს სთხოვა, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია აშშ-ის გენერალურ პროკურორს პემ ბონდის გადასცეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×