რეზონანსი
09.10.2025

მშვიდობიანი რევოლუცია, ისევე როგორც მშვიდობიანი ძალადობა არ არსებობს - 4 ოქტომბრისთვის კონკრეტული ჯგუფების მიერ დაგეგმილ დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობს მმართველი გუნდი. მათივე განმარტებით, სწორედ ეს გახდა ოპოზიციაში შიდა დაპირისპირების და პასუხისმგებლობიდან გაქცევის მიზეზიც.

"ერთმანეთს აქეზებდნენ და ხალხს მოუწოდებდნენ, ახალგაზრდებს, რომ აბა რუსთაველზე ჩამოდით, 4-ში უნდა დავიწყოთ, 4-ში უნდა დავამთავროთ, ჩამოვამხოთ ეს მთავრობა, სხვანაირად აბა როგორ გინდათ.

2 წამში გაყიდეს ერთმანეთი. თავიდან, ვინც დიდ გულზე იყო, რომ აბა რა, უნდა დავამხოთ, ყველა გავიდეთ, ყველა უნდა ჩამოვანგრიოთ, მოწოდებები იყო, მერე ბოლოში ამატებდნენ მშვიდობიანადო. როგორ, ძალადობა მშვიდობიანად და რევოლუცია? სად, ვინ, როგორ, რანაირად? არ გაგონილა", - აცხადებს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×