რეზონანსი
09.10.2025

„ჩვენი შვილები, ჩვენი ვაჟები, ჩვენი ჯარისკაცები არასდროს მოკვდებიან უკრაინისთვის," - ამის შესახებ პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ლიდერმა, ალის ვაიდელმა განაცხადა. 

მისი თქმით, "ალტერნატივა გერმანიისთვის" საკუთარი ქვეყნის თავდაცვის ერთგული რჩება და ეწინააღმდეგება უკრაინაში ომის წაქეზებას. 

ვაიდელი მიიჩნევს, რომ ვისაც ომი უნდა, თავად უნდა წავიდეს საომრად, მათ შორის, კანცლერი ფრიდრიხ მერცი.

"ჩვენ უარვყოფთ ფედერალური მთავრობის წინადადებას სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ. ჩვენ ერთგულნი ვართ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა, მაგრამ არა უკრაინაში ამ ომის წაქეზების.

თქვენ იცით ჩემი შეხედულება, თუ ვინმეს ომი სურს, თავად უნდა წავიდეს. ფრიდრიხ

მერცი თვითონ წავიდეს უკრაინის საზღვართან და იომოს.” - განაცხადა ალის ვაიდელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×