რეზონანსი
08.10.2025

არც დიპლომატია უჩანს, არც ღირსება , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, გერმანიაში საქართველოს ელჩზე ალექსანდრე კარტოზიაზე.

მისი თქმით, მონობა ასეთი დუმილით იწყება, ღირსება კი აქვე თავდება.

„როგორი ელჩი უნდა იყოს ადამიანი, რომელმაც სიცოცხლის დიდი ნაწილი გერმანულ კულტურას მიუძღვნა, წლები გერმანიაში იცხოვრა, ამ ქვეყნიდან მხოლოდ პატივისცემა და დაფასება მიიღო, ალბათ, ბევრი მეგობარიც გაიჩინა, რომელსაც განათლება არ აკლია და ზრდილობა არ უნდა ეშლებოდეს…. ახალბედა ელჩი, კითხვაზე, თუ რას ფიქრობს პრემიერის სამარცხვინო სიტყვებზე - გებელსის ევროპის ერთ-ერთ სახედ მითითებაზე - ვერაფერს ვერ პასუხობს.

არც დიპლომატია უჩანს, არც ღირსება … მხოლოდ საკუთარი ახლად დამკვიდრებული ადგილის შენარჩუნების მძლავრი სურვილი. „ვაი, ისეთი რამე არ წამომცდეს, რაც შეიძლება ჩემს ახალ პატრონებს კრიტიკად მოეჩვენოთო“ - იკითხებოდა მის უხერხულ დუმილსა და მოძრაობაში.

მონობა ასეთი დუმილით იწყება და ღირსება კი აქვე თავდება!”, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×