რეზონანსი
08.10.2025

მკლავ­ჭი­დე­ლი ხა­ტია ვიბ­ლი­ა­ნის საქ­მე, რო­მე­ლიც სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბას ეხე­ბა, რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. სპორ­ტსმენ­მა გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ამ­ტკი­ცებს, რომ მასა და მის მცი­რე­წლო­ვან შვილს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით ემუქ­რე­ბი­ან.

"თავს ძა­ლი­ან და­უც­ვე­ლად და საფრ­თხის ქვეშ ვგრძნობთ მე და ჩემი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი. შე­მომ­დის მუ­ქა­რე­ბი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით... რაც ყვე­ლა­ზე შემ­ზა­რა­ვია - მუ­ქა­რა მო­დის არა მხო­ლოდ ჩემ­ზე, არა­მედ ჩემს შვილ­ზეც. ვერც დავ­წერ, რა სი­ტყვე­ბით იმუქ­რე­ბი­ან - ეს იმ­დე­ნად სა­ში­შია, რომ აღარც მიკ­ვირს, რამ­დე­ნი ავად­მყო­ფი და მო­ძა­ლა­დე ადა­მი­ა­ნია ჩვენს ირ­გვლივ,“ - წერს ვიბ­ლი­ა­ნი.

ვიბ­ლი­ა­ნი ამ­ბობს, რომ არ უარ­ყოფს და­ნა­შა­ულს და სა­კუ­თარ ქმე­დე­ბას ნა­ნობს, თუმ­ცა ხაზს უს­ვამს, რომ მოვ­ლე­ნე­ბი ისე არ გან­ვი­თარ­და, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ი­ჯე­რა:

"დიახ, კა­ნო­ნი და­ვარ­ღვიე და ამას ვნა­ნობ, მაგ­რამ ყო­ველ მოვ­ლე­ნას თა­ვი­სი მი­ზე­ზი აქვს. როცა ყვე­ლა ფაქტს გა­ი­გებთ, სა­კუ­თარ სი­ტყვებს უკან წა­ი­ღებთ", - წერს სპორ­ტსმე­ნი.

ის ამა­ტებს, რომ ამ ეტაპ­ზე თავს არი­დებს სა­ჯა­რო გა­მო­ჩე­ნას და შვი­ლი ბაღ­ში ჩუ­მად დაჰ­ყავს, რად­გან თავს უსაფრ­თხოდ არ გრძნობს.

"მე თით­ქმის არ­სად აღარ დავ­დი­ვარ. არ ვიცი, ხვალ რო­გო­რი დღე გა­თენ­დე­ბა... თავს ისე ვგრძნობ, თით­ქოს მე ვარ ერ­თა­დერ­თი ცოდ­ვი­ლი ადა­მი­ა­ნი და და­ნარ­ჩე­ნე­ბი წმინ­და­ნე­ბი ხართ.

მე ვიყო ცუდი, გიჟი, ქაჯი - რო­გორც გინ­დათ და­მი­ძა­ხეთ, მაგ­რამ ბავ­შვზე გად­მოს­ვლა ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. ვი­თომ ბავ­შვე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი ხართ და თა­ვად ბავ­შვზე ძა­ლა­დობთ. ყვე­ლა მუ­ქა­რას შე­ვაგ­რო­ვებ და შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს მი­ვაწ­ვდი.

თქვენ გჯე­რო­დეთ რაც გინ­დათ, მაგ­რამ მე რა­საც ჰქვია კარ­გი დედა მა­ინც ვარ და ბო­რო­ტი არ ვარ - ეს საკ­მა­რი­სია ჩემ­თვის. მტერს ჰყო­ლო­დეთ თქვენ­ნა­ი­რი ქა­ლე­ბი და კა­ცე­ბი ოჯა­ხებ­ში", - წერს ხა­ტია ვიბ­ლი­ა­ნი.

ხა­ტია ვიბ­ლი­ანს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა 11 სექ­ტემ­ბერს თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის გამო - გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩან­და, რომ ქალი მო­ზარდს გა­უს­წორ­და ფი­ზი­კუ­რად. .მომ­ხდა­რის შემ­დეგ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სპორ­ტსმენს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 3 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და, რა­საც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხი აპ­რო­ტეს­ტებს.

საქ­მის პრო­კუ­რო­რის, ნა­თია ნო­ზა­ძის თქმით, გი­რა­ოს მო­თხოვ­ნი­სას მხა­რე­ებ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მარ­ტო­ხე­ლა დე­დაა, 4 წლის შვილს მარ­ტო ზრდის და წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×