რეზონანსი
08.10.2025

მოდი, სხვა კონტექსტში დავინახოთ "ტვ პირველის“ „თავისუფალი სიტყვა". სინამდვილეში „ტვ პირველი“ არავის აშავებდა და არც მოღალატეს ეძებდა - ისინი დაჭერას გადარჩენილებს აძლევდნენ ალიბს, რომ თითქოს აქ არ იყვნენ, თითქოს ხელი არაფერზე ჰქონდათ "მოწერილი", - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში. 

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ იყო ასეთი თავგანწირული “ჟურნალისტური სიმართლე”, ვინაიდან, "ტვ პირველის" მიზანი არ იყო ფაქტის გამოძიება, არამედ, აქციის მონაწილეთა გადარჩენა.

„მოდი, სხვა კონტექსტში დავინახოთ "ტვ პირველის“  „თავისუფალი სიტყვა"

სინამდვილეში „ტვ პირველი“ არავის აშავებდა და არც მოღალატეს ეძებდა - ისინი დაჭერას გადარჩენილებს აძლევდნენ ალიბს, რომ თითქოს აქ არ იყვნენ, თითქოს ხელი არაფერზე ჰქონდათ "მოწერილი"...

სწორედ ამიტომ იყო ასეთი თავგანწირული “ჟურნალისტური სიმართლე” - მათი მიზანი არ იყო ფაქტის გამოძიება, არამედ მონაწილეთა გადარჩენა.

ეს მედია  ხმაური კი არა, ალიბი იყო მათთვის, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდა.

და როცა ამბობენ, რომ “სიტყვის თავისუფლებას იცავენ” - სინამდვილეში იცავენ საკუთარი თანამზრახველების თავისუფლებას.

ეს იყო მათი “პირველი” და “საჭირო” ამოცანა,  ვინც მათ ფსევდო-მწარე სიმართლესა და მოღალატის თავგამოდებულ ძებნას  უყურებდა, სინამდვილეში უყურებდა სიბინძურის გარეცხვას პირდაპირ ეთერში.

სინამდვილეში, ღალატიც აჰკიდეს და ალიბის შექმნაც ჩაუვარდათ.

ყველა, ვინც კი იქნება ირიბად ან პირდაპირ დაკავშირებული 4 ოქტომბრის ტერორისტულ აქტთან, ყველა კანონის შესაბამისად, უმკაცრესად აგებს პასუხს!“ - წერს ქადაგიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×