
ეუთო/ოდირს ძალიან თავისუფლად შეეძლო, როგორც ის აკეთებს ხოლმე სხვა შემთხვევებში, რომ დაეგმო დემონსტრაციის მონაწილეთა შეჭრა პრეზიდენტის სასახლეში, რომელიც არის სახელმწიფოებრივი დანაშაული, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
სამხარაძე გამოეხმაურა ეუთო/ ოდირის მიერ გამოაქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც ორგანიზაცია ერთი მხრივ ძალადობრივ აქციაზე წერს, მეორე მხრივ კი ხელისუფლებას მოუწოდებს „პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს“.
„მათ ეს არ გააკეთეს რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის, რომ არ შეუძლიათ საქართველოში პროცესების ობიექტურად დანახვა, რაზეც მე მათ და მის ხელმძღვანელს მივუთითე, როდესაც ჩვენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე გვქონდა ორმხრივი შეხვედრა. ერთი სიტყვით ძალადობის ხსენება არ არის საკმარისი, უნდა ახსენო ვინ ჩადიოდა ამ ძალადობას“, - აღნიშნა სამხარაძემ.
ეუთო საქართველოში, ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ერთდროულად გამოხატავს შეშფოთებას ძალადობრივი საპროტესტო აქციების გამო და ამავე დროს მოუწოდებს ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს.