
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძისა და პაატა ბურჭულაძის დაკავებას ეხმაურება.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სააკაშვილი წერს, ვინც „მათ ამუნათებს, თავის სიმხდალის დაფარვას ცდილობს“.
„ის, ვინც ამუნათებს სახალხო კრების დაპატიმრებულ ხუთეულს, ცდილობს დაფაროს თავისი სიმხდალე და ამას აკეთებს იმის გამო, რომ სწორედ მათ გაბედეს და გადადგეს ნაბიჯები ქვეყნის გადასარჩენად. ასეთი შურიანობა მე ჩემს თავზე არაერთხელ გამომიცდია.
ადამიანების ტალახში მთრეველების პირით ივანიშვილი ცდილობს დაგანახოთ, რომ თქვენ არა მარტო ერი არ ხართ, თითქოს, არარაობები ხართ, მაგრამ ისინი, რომლებიც ამას აკეთებენ, თვითონ არიან არარაობები“, - წერს სააკაშვილი.