
თაკო ჩარკვიანი მისი ძმის მამუკა ჩარკვიანი ტრაგედიის შესახებ პირველად ალაპარაკდა. მან დეტალებზე ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა.
"პირველად მოვყვები, რაც მოხდა მამუკას თავს და რაც დაგვმართეს. მას ფეხი რომ მოტყდა, ერთი ოპერაცია კარგად გაუკეთეს… მეორე ოპერაციის შემდეგ ამბობდა, რომ კოჭთან რკინა ერჭობოდა. გაიკეთა კიდევ ერთი ოპერაცია ერთ ცნობილ კლინიკაში, ძალიან კარგ ქირურგთან, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ოპერაციით დავიღუპეთ! აღმოჩნდა, რომ ბაუმანის ბაქტერია შეუყვანიათ აპარატით ოპერაციის დროს. ზუსტად იმავე პერიოდში დააინფიცირეს ასევე 15 წლის გოგონა. ის ახალგაზრდა იყო და როგორც ვიცი, რეაბილიტაცია მოხერხდა.
მამუკა კი ისეთ ასაკში იყო, ვეღარ მოხერხდა რეაბილიტაცია.
ბაუმანი არის უმძიმესი, მომაკვდინებელი ბაქტერია, რომელიც პნევმონიას და ათას უბედურებას იწვევს. ჩვენთან კი ვერ ხდება ამ ბაქტერიის მკურნალობა. აქ შესთავაზეს ფეხის მოკვეთა… ავსტრიაში ექიმი გვეხუმრა, კი მაგრამ, თავსაც ხომ არ მოაჭრიდნენო? პირ-ხახაში ჰქონდა უკვე ბაქტერია და ფეხის მოკვეთა რას უშველიდა?
დავუკავშირდით ექიმ სოსო ნანობაშვილს, რომელმაც გერმანელ ქირურგთან ერთად თავად გააკეთა 4 მცირე და 4 დიდი ოპერაცია. წარმოგიდგენიათ, რა გადაიტანა მამუკამ?! 8 ოპერაციას მოჰყვა ეტლი და უამრავი რაოდენობის ანტიბიოტიკის მიღება. ამან გაანადგურა მამუკას ჯანმრთელობა და იმუნური სისტემა.
დედაჩემმა არ იცის მამუკას გარდაცვალების შესახებ. 90 წლისაა და გლაუკომითსრულიად დაბრმავდა. მძიმე ავადმყოფია, გულზეც ოპერაცია აქვს გაკეთებული.მოძღვრიდან დაწყებული, ყველამ გვითხრა, რომ არ გვეთქვა… მეკითხება ხოლმე, ამდენ ხანს რატომ არის კლინიკაშიო. ამ ამბავში ის გვშველის, რომ იცის, მამუკას როცა პარკინსონი უმძაფრდებოდა, ასეთ დროს ლაპარაკიც უჭირდა, ამიტომაც დედას არ უკვირს, რომ ვერ ელაპარაკება…" - თქვა თაკო ჩარკვიანმა.
წყარო: სარკე
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე