რეზონანსი
08.10.2025

„ქართული ოცნების“ წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციაში ქაოსი და უბედურებაა.

მაჭავარიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს ყველაფერი ბოლო გაფართხალება იყო, რადგან არჩევნები სამი წელი აღარ იქნება.

„მათი მხრიდან მცდელობა იყო, რომ ქვეყანაში გადატრიალება მოეხდინათ, ხელისუფლება დაემხოთ. მათ გეგმაში სიტუაციის რადიკალიზაცია შედიოდა. ეს გეგმა პარტიაში ჩაშლილი იყო თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გეგმის სრულ მოყვანაში აპირებდნენ და გეგმა ჩაუვარდათ. რაც შეეხება ბურჭულაძის განცხადებას, არ ვიცი, რას და ვის გულისხმობს. ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ სისტემაში ადამიანებს ქრთამს სთავაზობდა და მოღალატეებს ეძებდნენ, მაგრამ ვერავინ ნახეს, რადგან ჩვენი სამართალდამცავები ქვეყნის პატრიოტები არიან და მათთვის სამშობლოს დაცვა ნომერ პირველი მიზანია. ბევრმა რიტორიკა შეცვალა მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ დამხობის გეგმა ჩავარდა და უნდათ, რომ ამ პროცესებს გაემიჯნონ. ახლა იმას არკვევენ, ვინ სად იყო დამხობის დროს. ყველას უნდა, ამ პროცესს გაემიჯნოს, რადგან გეგმა ჩავარდნილია. თუ გეგმის შესრულებას შეძლებდნენ, მაშინ ყველა ისურვებდა, რომ გეგმის ავანგარდში ყოფილიყო“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×