რეზონანსი
08.10.2025

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და თერ­ჯო­ლა­ში. სო­ფელ ჭოგ­ნარ­ში ბზი­კე­ბის ნაკ­ბე­ნის­გან მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 48 წლის კაცი ტყე­ში სო­კოს საკ­რე­ფად იყო წა­სუ­ლი, რა დრო­საც ბზიკ­მა უკბი­ნა. მას ნაკ­ბე­ნის გამო მძი­მე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია გა­ნუ­ვი­თარ­და და ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

„ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო ზაზა, ჭოგ­ნა­რი­დან არის მისი მე­უღ­ლე, სი­ძეა იქა­უ­რი, თვი­თონ ნახ­შირ­ღე­ლე­დან იყო. ზაზა ბრე­გა­ძე, ჩემი კარ­გი მე­გო­ბა­რია და ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი ახლა გა­ვი­გე. ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხი აქვს. თვი­თონ თბი­ლის­ში მუ­შა­ობ­და. რო­გორც გა­ვი­გე, ტყე­ში წა­სუ­ლან სო­კოს საკ­რე­ფად.

იქ უკბე­ნია კრა­ზა­ნას და ად­გილ­ზეა გარ­დაც­ვლი­ლი. ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დი­აა, სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ამ ამ­ბავს. ახლა გა­ვი­გე და სი­ტყვებს თავს ვერ ვუყ­რი. 48 წლის იყო ზაზა" - ამბობს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი „ambebi.ge"-სთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×