რეზონანსი
08.10.2025

ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი საუდის არაბეთის ერთ-ერთ ბანკში ყოველთვიურად 50 მილიონ დოლარს რიცხავს. სკანდალური ინფორმაცია პოლიტიკოსმა პირველად ზაფხულში გაავრცელა.

„ისმის კითხვა: რატომ ვუგზავნით უკრაინას ფულს? როგორც ჩანს, ზელენსკი ყოველთვიურად რიცხავს 50 მილიონ დოლარს საუდის არაბეთის რომელიღაც ბანკში. განა ეს გასაკვირი არაა?" - ამბობს კონგრესმენი.

ის თურქულ გამოცემა „აიდინ-ლიქს" ეყრდნობოდა. გამოცემამ ის საბანკო ანგარიშები გამოაქვეყნა, რომლებიც ამ სავარაუდო სქემაში ფიგურირებს და ზელენსკის გარემოცვის წევრებთან დაკავშირებულია. თურქული გამოცემა ფულის გასათეთრებლად ოფშორულ კომპანიებსა და საფრანგეთში უძრავი ქონების შეძენის შესახებ საუბრობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×