რეზონანსი
08.10.2025

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში, მიმ­დი­ნა­რე წლის 4 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა კი­დევ ერთი პირი ნ.ს. და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

"გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ეტა­პობ­რი­ვად გა­ავ­რცე­ლებს", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი აქ­ტი­ვის­ტი ნანა სან­დე­რია და ის ზა­ჰე­სის იზო­ლა­ტორ­ში იმ­ყო­ფე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი ახ­ლობ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. ეს სწო­რედ ის აქ­ტი­ვის­ტია, რო­მელ­საც ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ემიგ­რან­ტე­ბის თან­ხის მით­ვი­სე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. მან და­კა­ვე­ბამ­დე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"დე­და­ჩე­მიც ზუს­ტად ამას მწერს ნა­ნუ­კა­ზე და ელი­სო­ზე, მაგ ორ ქალს სურს რომ შენ და­გი­ჭი­რონ და მა­გი­ტომ გაბ­რა­ლე­ბენ ემიგ­რან­ტე­ბის ფუ­ლის მით­ვი­სე­ბა­სო... დაგ­კი­თხავს და მეტ დე­ტალს გათ­ქმე­ვი­ნებ­სო, რა­ღაც მსგავს კო­მენ­ტა­რებს რომ მი­წერთ, აქეთ დავ­კი­თხავ ყვე­ლას არ მიც­ნობთ ოდ­ნა­ვა­დაც კი. არა­ვის მე­ში­ნია და განა ვინ­მეს ზურ­გით? უბ­რა­ლოდ ასე­თი ვარ ან გავ­ხდი, თუ რამე შიში მქონ­და სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ღე­ბუ­ლი 23 წლამ­დე - მარ­ტო ღა­მით სახ­ლში დარ­ჩე­ნის, სიბ­ნე­ლის, ჩემ­მა დათვმა და­მაძ­ლე­ვი­ნა - ცდი­ლო­ბენ ბინ­ძუ­რი ხერ­ხე­ბით გი­ჟად გა­მო­მიყ­ვა­ნონ ბურ­ჭუ­ლა­ძის დაც­ვის მიზ­ნით.

ათო­ნელ­ზეც ჩემი ზურ­გით ვე­დე­ქი რო­ბო­კო­პებს და ალ­ბათ ყვე­ლა­ზე დიდი ზურ­გი ამ ქვე­ყა­ნა­ში მა­ინც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და ქარ­თვე­ლო­ბაა და კი კმა­ყო­ფი­ლი ვარ რომ ბო­ლომ­დე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა.

პ.ს. ხვალ ჩემი დიდი ხნის უნა­ხა­ვი ოჯა­ხი უნდა ვნა­ხო და მერე ად­ვო­კატს მოვ­ძებ­ნი და რო­გო­რი სა­მარ­თლი­ა­ნე­ბიც არი­ან, მათ­სა­ვე სა­მარ­თლი­ან სა­სა­მარ­თლო­ში და­მიმ­ტკი­ცე­ბენ, რო­მე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ფული მი­ვით­ვი­სე ან სა­ჯა­როდ სა­თი­თა­ოდ ბო­დიშს მო­მიხ­დი­ან ( სხვა ბრალ­დე­ბებ­ზეც მივ­ხე­დავ- სქ­რი­ნე­ბი მაქვს ბევ­რი) ნა­ნუ­კას ბო­დი­ში არ ეყო­ფა - დე­ბა­ტებ­ში უნდა და­მიჯ­დეს იმ აუ­დი­ტო­რი­ას­თან რო­მელ აუ­დი­ტო­რი­ას­თა­ნაც მე ქურ­დო­ბას მაბ­რა­ლებს" - წე­რია მიმართვაში, რო­მე­ლიც სან­დერ­მა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×