რეზონანსი
08.10.2025

დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთმა დაგვიფარა და მოვლენები ისე არ განვითარდა როგორც მათ [რადიკალებს] სურდათ და ბუნებრივია, ამაში ძალიან დიდი წვლილი არის როგორც ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობისა, რომლებმაც, პრაქტიკულად, უნაკლოდ იმუშავეს და გაანეიტრალეს, პრევენცია გაუკეთეს ყველა იმ ჩანაფიქრს, რაც რადიკალებს თავიანთ დამფინანსებლებთან ერთად ჰქონდათ, -  ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სიტუაციის უფრო მეტად რადიკალიზაციის შემთხვევაშიც კი, ოპოზიციას არ ექნებოდა მაიდანის მოწყობის შესაძლებლობა, ვინაიდან, ქართულმა საზოგადოებამ გაცილებით მეტი იცის გეოპოლიტიკური ვითარების თუ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ან ევროკავშირის მხრიდან ქვეყნის მიმართ შანტაჟისა და პოლიტიკური დაპირებების შესახებ, ვიდრე 2003 წელს ვარდების რევოლუციის, ან 2014 წელს მაიდანის დროს.

"აქ სიტუაციის უფრო მეტად რადიკალიზაციის შემთხვევაშიც, დარწმუნებული ვარ, მაინც არ ექნებოდათ იმის გასაქანი, რომ აქ მაიდანი მოეწყოთ, იმიტომ, რომ სიტუაცია დღეს საქართველოში რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც იყო იმავე ვარდების რევოლუციის ან 2014 წელს მაიდანის მოვლენების დროს უკრაინაში. დღეს ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის გაცილებით მეტი იმ რეალობის შესახებ, რაც გეოპოლიტიკურად არსებობს დღეს მსოფლიოში და ასევე იმ შანტაჟისა და პოლიტიკური დაპირებების შესახებ, რაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან თუ ევროკავშირის მხრიდან მოდის, ვიდრე ეს ჩვენ ვიცოდით რამდენიმე წლის წინ. ნდობა ამ ინსტიტუტებისა და საერთაშორისო თანამშრომლობისადმი ისეთი მყარი აღარ არის, რაც თუნდაც სამი წლის წინ იყო." - განაცხადა ბითაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×