
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი, თსუ-ს პროფესორის, ფსიქოლოგ მარინე ჩიტაშვილის მიერ, 4 ოქტომბრის შესახებ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გაკეთებულ განცხადებას აფასებს.
როგორც წულუკიანი აღნიშნავს, ჩიტაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება - "4 ოქტომბერი რომ განვითარებულიყო უფრო დრამატულად, ყოფილიყო მსხვერპლი, ყოფილიყო სისხლი, ყოფილიყო გასროლა, მაშინ შეგვეძლო გვეთქვა იმის შესახებ, რომ ეს 4 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის, ეს 4 ოქტომბერი იყო უბრალოდ არარაციონალურად დაგეგმილი", - საგანგაშოა.
"ნამდვილად საგანგაშოა ასეთი სიტყვები პროფესორისგან!" - წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.