რეზონანსი
07.10.2025

ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის რეფორმა, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესს გაამარტივებს, 518 ხმით მიიღო. რეფორმის წინააღმდეგ 96 დეპუტატი წავიდა, 24-მა ევროპარლამენტარმა კი თავი შეიკავა.

6 ოქტომბერს რეფორმის განხილვისას მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა, მატიაზ ნემეცმა განაცხადა, რომ ამჟამად ევროკავშირის უვიზო რეჟიმი ვრცელდება მსოფლიოს 61 ქვეყანაზე, ხოლო აქამდე უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება შესაძლებელი იყო მხოლოდ შეზღუდული მიზეზებით, ძირითადად, მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარის განმარტებით, რეფორმის შემდეგ, ევროკავშირს შეეძლება, უვიზო რეჟიმი შეაჩეროს, თუ ქვეყანა დაარღვევს ადამიანის უფლებებს ან საერთაშორისო სამართალს.

რეფორმის მიხედვით, ევროკომისიას შეეძლება არა ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, არამედ მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის შეაჩეროს უვიზო რეჟიმი. მაგალითად, შესაძლოა, შეაჩერონ მხოლოდ მთავრობის წევრებისთვის, დიპლომატებისთვის ან სამხედრო პირებისთვის.

17 ნოემბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ევროპის კავშირის საბჭოს ფარგლებში, ახალ წესებს ფორმალურად უყრიან კენჭს, ხოლო გამარტივებული მექანიზმის ძალაში შესვლა, სავარაუდოდ, დეკემბრის თვიდან მოხდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×