რეზონანსი
07.10.2025

როცა ქვეყანაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორისტულ საფრთხეს აღკვეთს, ეს უნდა იყოს მადლიერების საფუძველი და არა შეურაცხყოფის თემა. მიუხედავად ამისა, მაჩალიკაშვილი ცდილობს ყველაფერი პირიქით წარმოაჩინოს, უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს უწყებას, რომელმაც საქართველო მძიმე ტრაგედიას გადაარჩინა, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ  გამოქვეყნებულ პოსტს სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის შეფასებით,  მაჩალიკაშვილის განცხადება ემოციებით გაჯერებული სიყალბეა, რომელიც რეალურ  ფაქტებს არ ეფუძნება და  მიზანი მხოლოდ პოლიტიკური სპექტაკლის დადგმაა.  

„ როცა ქვეყანაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორისტულ საფრთხეს აღკვეთს, ეს უნდა იყოს მადლიერების საფუძველი და არა შეურაცხყოფის თემა.

მიუხედავად ამისა, მაჩალიკაშვილი ცდილობს ყველაფერი პირიქით წარმოაჩინოს, უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს უწყებას, რომელმაც საქართველო მძიმე ტრაგედიას გადაარჩინა.

მისი ბოლო განცხადებები არ ეფუძნება ფაქტებს, ეს არის ემოციით გაჯერებული სიყალბე, რომლის მიზანი პოლიტიკური სპექტაკლის დადგმა და საზოგადოებისთვის საკუთარი თავის შეხსენებაა.

სრულიად უსაფუძვლოა მისი ბრალდებები, თითქოს სუსმა სპექტაკლი დადგა — რეალობა შემდეგია: უსაფრთხოების სამსახურმა იმოქმედა დროულად და ეფექტურად, რამაც შესაძლოა ასობით უდანაშაულო სიცოცხლე გადაერჩინა.

ასეთ დროს პასუხისმგებელი ადამიანი დუმილს ამჯობინებდა, მაჩალიკაშვილი კი საპირისპიროდ იქცევა — საკუთარ ტკივილს პოლიტიკურ იარაღად იყენებს და ამით ქვეყნის უსაფრთხოებას აზიანებს.

მისი ტექსტები თანდათან უფრო და

უფრო ემსგავსება მიზანმიმართულ პროპაგანდას, რომელიც მიზნად სახელმწიფოს დისკრედიტაციას ისახავს“,- წერს მეგრელიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×