რეზონანსი
07.10.2025

ექიმ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ირი­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა მა­მი­სა და პო­ლი­ცი­ე­ლის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

"ეს ბიჭი არის ჩემ სო­ფელ­ში მე­ზობ­ლის ნა­თე­სა­ვი. ეს ყო­ფი­ლა გუ­შინ პო­ლი­ცი­ე­ლი რომ დაჭ­რა. წელს, ბებო რომ გარ­და­მეც­ვა­ლა პა­ნაშ­ვიდ­ზე ყოფ­ნი­სას მო­ვი­და და მა­მა­ჩემს სთხო­ვა ფო­ტოს გა­და­ღე­ბა და ახლა რა­ებს კად­რუ­ლო­ბენ" - წერს ირი­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ, რომ­ლის თა­ნახ­მად და­კა­ვე­ბუ­ლი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის თა­ნა­მებ­რძო­ლია.

ცნო­ბის­თვის, 34 წლის მალ­ხაზ გი­გუ­აშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ის კა­პიტ­ნის ყელ­ში დაჭ­რის ბრალ­დე­ბით 5 ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვეს. თავ­დამ­სხმე­ლი შემ­თხვე­ვის დროს ის „ფე­ის­ბუქ-ლაივში“ იმ­ყო­ფე­ბო­და და და­პი­რის­პი­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა შეძ­ლო. რო­გორც გი­გუ­აშ­ვი­ლი თა­ვის სხვა ვი­დე­ო­ებ­ში აცხა­დებს, ის გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვე­ლის­ცი­ხის მკვიდ­რია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×