
ვერ გაემიჯნება ვერავინ, იმიტომ რომ მათ სრულიად გააზრებულად, გაცნობიერებულად მიიღეს მონაწილეობა გამოცხადებულ დამხობის სცენარში,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ, ოპოზიციური პარტიების მიერ 4 ოქტომბრის დამხობის სცენართან დაკავშირებით დისტანცირების მცდელობაზე.
კირცხალიას განცხადებით ოპოზიციური პარტიების მიერ 4 ოქტომბერს და წინა პერიოდში განხორციელებულ ქმედებებს და დაანონსებულ რევოლუციას დამხობის გეგმაში მონაწილეობის მიღება ჰქვია.
„ამას ჰქვია წინასწარ დაანონსებულ რევოლუციურ სცენარში, დამხობის გეგმაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ ვნახეთ ერთი ე.წ. პოლიტიკური პარტია, რომელიც გაემიჯნა წინასწარ ამ პროცესებს თუ არ ვცდები გახარიას განაყოფი კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“. დანარჩენი, ვინც ბოლო დღეების მანძილზე, ამ წინა პერიოდში, ღიად, პირდაპირ ეთერში უბრალოდ მათ უტიფრობას საზღვარი არ აქვს. იმიტომ რომ უბრალოდ საზოგადოებას აყენებენ შეურაცხყოფას და ჰგონიათ, რომ ერთდღიანი, ორ დღიანი და რამდენიმე საათიანი მეხსიერება აქვს ქართულ საზოგადოებას. ვერ გაემიჯნება ვერავინ, იმიტომ რომ მათ სრულიად გააზრებულად, გაცნობიერებულად მიიღეს მონაწილეობა გამოცხადებულ დამხობის სცენარში. ეს არის რეალობა და ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ ნებისმიერი კანონდამრღვევი და ნებისმიერი კანონდარღვევას მიეცემოდა ძალიან მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|