რეზონანსი
07.10.2025

თუ იმ რაოდენობის ადამიანი არ შეგროვდება, რომ ქუჩის გადაკეტვას შეძლებენ, ამის საშუალება არ მიეცემათ - იქნება კანონის აღსრულება! ამას უბრალოდ აღარ მოვითმენთ! - ამის

შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მომიტინგეების მიერ ქუჩის გადაკეტვასთან დაკავშირებით კანონით გაწერილი წესების ირღვევა.

„ეს კანონის აღსრულება იქნება! იმის გამო, რომ არ გვინდოდა სიტუაცია დაძაბულიყო და გვქონდა იმედი იმისა, რომ ბევრი მათგანი გონს მოვიდოდა, ყურადიღებდა ჩვენს გაფრთხილებას, რომ არაკონსტიტუციური ნაბიჯები არ გადაედგათ, კანონის მოთხოვნას ბოლომდე არ ვასრულებდით.

კანონი ამბობს, რომ ქუჩის გადაკეტვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ იმ რაოდენობის ადამიანი შეგროვდება, როცა ტროტუარზე ვეღარ ეტევიან და ქუჩის სამოძრაო ნაწილზე გადადიან. ვიცავდით ამას? - არ ვიცავდით! ის რაოდენობა არ იყო, მაგრამ მომიტინგეებს მაინც არ მივუთითებდით, რომ ტროტუარზე გადასულიყვნენ და ავტომობილებისთვის გზა გაეხსნათ.

ლაპარაკია არა იმაზე, რომ რეპრესიები იქნება, არამედ ლაპარაკია იმაზე, რომ კანონს აღვასრულებთ - თუ იმ რაოდენობის ადამიანი არ შეგროვდება, რომ ქუჩის გადაკეტვას შეძლებენ, ამის საშუალება არ მიეცემათ. ეს კანონი ჩვენი ხელისუფლების გამოგონილი არ არის. ის დიდი ხანია მოქმედებს.

არც შანტაჟი იქნება, არც რეპრესიები იმ გაგებით, რაზეც ისინი ლაპარაკობენ - იქნება კანონის აღსრულება. უბრალოდ ამას აღარ მოვითმენთ !

დავინახეთ, რომ ამ კატეგორიის ადამიანები არც გაფრთხილებას ექვემდებარებიან, არც შეგონებას ექვემდებარებიან, რომ კანონი დაიცვან - რა თქმა უნდა, შესაბამისს კანონიერ ნაბიჯებს გადავდგამთ", - განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა, რომ „50-100 კაცი, რომელიც ქუჩას კეტავს, ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე, რომელთაც უნდათ მშვიდობა, სიწყნარე, წინსვლა და განვითარება". კობახიძის თქმით, ეს ადამიანები, კანონის ფარგლებში მიიღებენ პასუხს "ამ ძალადობაზე". კობახიძემ განაცხადა ისიც, რომ აღნიშნული ადამიანები ნულ თანაგრძნობას იმსახურებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×