რეზონანსი
07.10.2025

არა თუ არ გამოხმაურებიან  და არ  გაუკეთებიათ განცხადება, მეტიც, ჩვენ წინა დღეებში კარგად ვხედავდით  მათ შეკრებებს, პირდაპირ მოწოდებებს, არა მხოლოდ დიპლომატიური კორპუსიდან, არამედ კარგად გვახსოვს პრესსპიკერები უმაღლესი ინსტიტუციებიდან  ევროკავშირის, მათი პირდაპირი, თუ ირიბი  მოწოდებები,  რომ წინასწარ დაგეგმილ და  დაანონსებულ დამხობის სცენარში თურმე როგორი დიდი პატრიოტიზმია, რომ მიიღო მონაწილეობა, -  განაცხადა   საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ, პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული შტურმის  შემდეგ  ელჩების დუმილზე.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით,   რიგი დიპლომატიური წარმომადგენლები ორკესტრირებულად და ღიად მოქმედებენ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ რაც ბრიუსელიდან მოდის.

„არაერთხელ გვითქვამს და განვმეორდები, ხშირად დუმილი და განცხადების არ გაკეთება, განცხადებაზე ხმამაღალია. ასე რომ, ჩვენ ეს არ გვიკვირს. სწორედ ეს არის დღევანდელი ბრიფინგის შეჯამებაც. ისინი ორკესტრირებულად და ღიად მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, სამწუხაროდ. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს არის ის პოლიტიკა, რომელი პოლიტიკის გენერალური  ხაზიც დღეს არის ბრიუსელში, სამწუხაროდ და ტყუილად არ ვახსენეთ აშშ. კარგად ვიცით USAID-ის სკანდალი, ჯერჯერობით  ვისმენთ ძალიან ხმამაღალ განცხადებებს და ვხედავთ ქმედებებსაც აშშ-დან „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლის, მაგრამ ამის პარალელურად აშშ-ში ვხედავთ როგორ მძვინვარებს და სააშკარაოზე გამოვიდა რეალურად ის ფესვები, რომელიც თურმე ბრიუსელში ყოფილა გადგმული „დიფ სთეითის“, ანუ იგივე „არაფორმალური მმართველობის“ ფესვები.  ასე რომ არა თუ გამოხმაურება, არამედ პირდაპირ და  ირიბ მოწოდებებს ჰქონდა ადგილი სამწუხაროდ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×